понедельник, 2 мая 2011 г.

მთაში და ზღვაზე გარუჯვა

  მთაში ყოფნისას ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს მზე ჩვენთან ძალიან ახლოსაა. ამიტომ, დაუძლეველი სურვილი გვიჩნდება, სწრაფად და ლამაზად გავირუჯოთ. თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება: ყველაფერი წყალში რომ არ ჩაგვეყაროს, აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების რამდენიმე წესი; საქმე ისაა, რომ რაც უფრო ახლოს ვიმყოფებით მზესთან, მით მეტია მზის დარტყმისა და დამწვრობის რისკი.
რაც ყველაზე მთავარია, არ მოგატყუოთ ჰაერის ტემპერატურამ; მთისთვის დამახასიათებელი ცივი კლიმატი არ ამცირებს მზის აქტივობას.

Комментариев нет:

Отправить комментарий